ფლიკი: კუთხურისას 2 შეცდომა დავუშვით, საგანგაშო არაფერია
ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში „სლავიასთან“ მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ თამაში შეაფასა.
„უპირველეს ყოვლისა, დღეს ვნახეთ, რამდენად რთულია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, დანარჩენი კი თავისით მოვა. საჭიროა კარგად თამაში, სამი ქულის მოპოვება და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.
ფერმინი ძალიან კარგია, მაგრამ დანი ოლმოც კარგად ჩაერთო თამაშში - შეცვლაზე შევიდა და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ლევანდოვსკიმ 90 წუთი ითამაშა, იბრძოლა და ამის ნახვა სასიამოვნოა.
არ ვიცი, როგორაა პედრის საქმე. მას ბარძაყის უკანა კუნთთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ვნახოთ“.
ფლიკმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება თამაშში დაშვებული ამდენი შეცდომით, რაც „სლავიასთან“ ვიხილეთ.
„კუთხურების დროს ორი შეცდომა დავუშვით. საგანგაშო არაფერია. თუმცა, მთლიანობაში, ეს მხოლოდ ერთი მატჩია და ჩვენ გვსურს წინსვლა. ჩვენ გვინდა და შეგვიძლია თამაშის ხარისხის გაუმჯობესება“,
- განაცხადა გერმანელმა.