გაბრიელე გრავინამ პოსტი დატოვა | იტალიის ფედერაციიდან ბუფონიც წავიდა
გაბრიელე გრავინამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. 72 წლის გრავინა აღნიშნულ მოვალეობას 2025 წლის თებერვლიდან ასრულებდა და დღეს, რომში გამართულ ყრილობაზე წასვლის განცხადება დაწერა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს 22 ივლისს აირჩევენ. გრავინას წასვლის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა. „ჯიჯიმ“ აღნიშნა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციიდან ისიც მიდის და საკუთარ შემცვლელებს წარმატება უსურვა.
გრავინას წასვლას ლეგენდარული იტალიელი მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ გაბრიელე სწორად მოიქცა და მან გააკეთა ის, რასაც მისგან ყველა ელოდებოდა. 8 აპრილს, ყრილობა გაიმართება, სადაც გრავინა იტალიური ფეხბურთის ბოლოდროინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოხსნებას წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ შეძლო გასვლა. „სკუადრა აძურა“ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.