ალესანდრო დელ პიერო
Aa
Aa

ეს სამარცხვინოა, ზედიზედ მესამედ მუნდიალის მიღმა | დელ პიერო იტალიის ნაკრებზე

ალესანდრო დელ პიერომ, რომელიც ფედერიკო ფერისთან (Sky Sport-ის დირექტორი) ერთად სტუმრად იმყოფებოდა Sky Calcio Unplugged-ზე (Sky-ს პოდკასტი, რომელსაც ჯანლუკა დი მარციო, ლიზა ოფსაიდი და სტეფანო ბორგი უძღვებიან), ფლეი-ოფში ბოსნიასთან იტალიის ეროვნული ნაკრების გავარდნაზე ისაუბრა.

„ის, რაც ამ დღეებში ვიგრძენი, სამწუხაროდ, ბევრი ნეგატიური ემოციაა, სევდიდან დაწყებული ბრაზით დამთავრებული, რაც ყველას გვეტყობა, ვინც ამ გზას თვალს ვადევნებდით, ასევე იმედგაცრუება და რწმენის ნაკლებობა“, — დაიწყო საუბარი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

„ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენა სამარცხვინოცაა და აუცილებლად უნდა შევხედოთ იმასაც, თუ რა იმალება ამ ყველაფრის უკან. სამწუხაროდ, ჩვენს სტანდარტებთან ძალიან შორს ვართ. ბევრი საკითხია განსახილველი და არა მხოლოდ ის, რაც FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის) პრეზიდენტს ეხება, მაგრამ მგონია, რომ დღეს პრობლემების მოგვარებისგან ძალიან შორს ვართ“, — აღნიშნა დელ პიერომ, რომელმაც იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წლის მუნდიალი მოიგო.

მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე პასუხის გაცემა უჭირს: „შეიძლება ბევრ თემას შევეხოთ და შემოთავაზებული იდეები სხვა ადამიანების გარემოცვაში უნდა იყოს წარმოდგენილი. გუნდურ თამაშში არ უნდა არსებობდეს განტევების ვაცი, ისევე როგორც ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს. ხარვეზები ბევრ სექტორში გვაქვს“.

იტალიის ნაკრებზე საუბარი მამაკაცთა ფეხბურთსა და სხვა სპორტის სახეობებს შორის განსხვავებებზე ფოკუსირებით დაასრულა: „გოგონები და სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლები არაჩვეულებრივ რამეებს აკეთებენ და არ ვიცი, რამდენად აქვს ფეხბურთს მოთმინება, გამბედაობა და დრო გარკვეული არჩევანის გასაკეთებლად. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რადგან არის რაღაცები, რისი გამოსწორებაც შეიძლება“.

ანტონიო კონტესთან (რომელიც იტალიის ნაკრებს უკავშირდება) ერთად მოგებულ სკუდეტოზე საუბრისას აღნიშნა: „ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ პოტენციური ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს, ის აშკარად შესაფერისი კანდიდატია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია