ლუის ენრიკე, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

„არ ვიცით როდის დაბრუნდება“ - რამდენად მძიმეა ბარკოლას ტრავმა?

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ჩელსისთან“ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, ბრედლი ბარკოლა მოედანზე არ გასულა და დღემდე არ არის დაზუსტებული, თუ როდის შეძლებს გუნდის დახმარებას.

ამის შესახებ სიახლე როგორც ჩანს, არც ლუის ენრიკეს აქვს.

„არ ვჩქარობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან სრულყოფილად მოიშუშოს ტრავმა. როდის დაბრუნდება? არ ვიცი. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი იქნება მისი პროგრესი.

რაც შეეხება ფაბიან რუისს, ის პროგრესირებს, თუმცა ვფიქრობ, მის დაბრუნებამდე კიდევ გარკვეული დროა საჭირო. სეზონის განმავლობაში მსგავსი ტრავმები ნორმალურია. ადვილი არ არის სათამაშო წუთების, მატჩებისა და მგზავრობების დატვირთვის მართვა... ამ შემთხვევაში, კარგი ამბავია იმის ცოდნა, რომ ის ბრუნდება, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ“.

- განაცხადა ლუის ენრიკემ.

ბარკოლას მარჯვენა კოჭის მყესის დაჭიმულობა აქვს და როგორც Le Parisien-ი წერს, სავარაუდოდ, მოედანს მიღმა კიდევ ერთი-ორი კვირა დარჩება.

მოსალოდნელია, რომ ბარკოლა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ლივერპულთან“ გასამართ ორივე შეხვედრას გამოტოვებს. რიგი გამოცემები წერდნენ, რომ ბრედლის ოპერაცია დასჭირდებოდა და მისთვის სეზონი დასრულებული იყო, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები