რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„მომდევნო ჯერზე სხვანაირი რეაქცია მექნება“ | ჯიკიჩისა და ანდრონიკაშვილის კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა და ჩვენი გუნდის გამთამაშებელმა რატი ანდრონიკაშვილმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართეს. მათ უკრაინასთან გამართულ თამაშზე ისაუბრეს და შეხვედრა შეაფასეს.

რატი ანდრონიკაშვილი: „სათამაშო გეგმას არ მივყევით. არ გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა, პირველივე წუთიდან ასე იყო. უკეთესად უნდა გვეთამაშა და მთელი მატჩის განმავლობაში გაგვეკეთებინა ის, რაც მწვრთნელებმა გვითხრეს. 100 პროცენტით, ყველაფერი ჩვენი ბრალია.“

ალექსანდარ ჯიკიჩი: „უამრავ ასპექტში განვიცადეთ კრახი. სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას შეცდომა დავუშვი და ასეთ თამაშზე სათანადო რეაქცია არ მქონია. ყველამ ნახეთ, როგორი თამაში იყო და ეპიზოდებში ვერ მივხვდი, კონკრეტული პირები ასე რატომ იქცეოდნენ. ასეთი შედეგის შემდეგ საუბარი რთულია, მაგრამ მომდევნო ჯერზე, როდესაც ვნახავ, მეტოქეები ჩვენს საუკეთესო კალათბურთელებს როგორ ექცევიან და პარკეტზე რას აკეთებენ, სხვანაირი რეაქცია მექნება.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინასთან 76:95 დამარცხდა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ივლისს გამართავს და თბილისში ესპანეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კეინი, მესი, ფრანგები“ - კარაგერმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა
„კეინი, მესი, ფრანგები“ - კარაგერმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა