ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ჯეიმი კარაგერი, უსმან დემბელე, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„კეინი, მესი, ფრანგები“ - კარაგერმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატებზე ისაუბრა.

„ბოლო 12 თვეში ნაჩვენებ ფეხბურთს თუ გავითვალისწინებთ, „ოქროს ბურთი“ ჰარი კეინმა უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ეს, დიდი ალბათობით, არ მოხდება, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატის წელს, როგორც წესი, ამ ჯილდოს გამარჯვებული ნაკრების ფეხბურთელი იღებს.

ბოლო მატჩებიდან გამომდინარე არ მჯერა, რომ ინგლისს მუნდიალის მოგება შეუძლია. თუ არგენტინა გახდება ჩემპიონი, „ოქროს ბურთს“ ლიონელ მესი მოიგებს.

თუ მუნდიალი საფრანგეთმა მოიგო, ამ ჯილდოს ერთ-ერთი წამყვანი ფრანგი ფეხბურთელი მიიღებს. კეინის თანაგუნდელი, მაიკლ ოლისე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. მბაპეს კლუბში სუსტი სეზონი ჰქონდა, თუმცა ამას არავინ მიაქცევს ყურადღებას, თუ კილიანი მუნდიალზე ფანტასტიკურად ითამაშებს.

კიდევ ერთი კანდიდატი უსმან დემბელეა, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს გამარჯვებაში მთელი გუნდის დამსახურება ძალიან დიდია“.

ცნობისთვის, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Mirror-მა „ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ჯილდოს მოგების ფავორიტები განიხილა. გამოცემის ვერსიით, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინია, ხვიჩა კვარაცხელია კი ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ოლისე ოქროს ბურთს არ მოიგებს, ე. ი. ფეხბურთში რაღაც რიგზე ვერ არის“ - სანიოლი
„თუ ოლისე ოქროს ბურთს არ მოიგებს, ე. ი. ფეხბურთში რაღაც რიგზე ვერ არის“ - სანიოლი