ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა სიაში
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Mirror-მა 2026 წლის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ჯილდოს მოგების ფავორიტები განიხილა.
გამოცემის ვერსიით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი, ჰარი კეინია, ხვიჩა კვარაცხელია კი ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს.
ფავორიტთა ათეული ასეთია:
- ჰარი კეინი (ბაიერნი)
- უსმან დემბელე (პსჟ)
- კილიან მბაპე (რეალი)
- მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
- ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)
- ლამინ იამალი (ბარსელონა)
- ვიტინია (პსჟ)
- ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
- დეკლან რაისი (არსენალი)
- ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)
გამოცემა აღნიშნავს, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებულის ბედი დიდწილად მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება დამოკიდებული. ამ დროისთვის კი ყველაზე მეტი შანსი ჰარი კეინს აქვს.