„სიცხემ მაქსიმალურად გამოგვფიტა“ - დეშამი პარაგვაისთან მატჩის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგ მატჩში, საფრანგეთის ნაკრები ფილადელფიაში პარაგვაის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდიე დეშამმა განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა დეშამმა:
„მარტივი თამაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ბოლოსკენ ორივე მომენტში გოლის გატანის შესაძლებლობა რომ გამოგვეყენებინა, საქმე გაცილებით მარტივი იქნებოდა. თუმცა სიცხემ ჩვენი რესურსები მაქსიმალურად გამოფიტა. შესაძლოა, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი, მაგრამ იყო აგრესიულობა, რაც თამაშს ეფექტს მატებს. ჩვენი თამაშის რიტმიდან არ ამოვვარდნილვართ, მაგრამ რთულია, რადგან არის ინტენსივობა და მათ კარგად დაცვა იციან. ცხადია, მაღალი ტემპერატურა ინტენსივობას ხელს უშლის და ამის ფონზე მათ დაცვაში კარგად ითამაშეს. თუმცა ეს კარგი წინგადადგმული ნაბიჯია. წარსულში სამხრეთამერიკულ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთული იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა დღეს ეს შეძლეს.
მყავს ერთიანი გუნდი ბრწყინვალე მენტალიტეტით. დღეს პრობლემები გვქონდა, ისევე როგორც ბევრ სხვა გუნდს, მაგრამ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ მეოთხედფინალში ვართ, ახლა ძალების აღსადგენად ხუთი დღე გვაქვს. და რადგან მეოთხედფინალში ვართ, ეს ყოველთვის უნდა დავაფასოთ. ახლა კი მაროკოსთან მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ“.
1/4 ფინალში საფრანგეთის ნაკრების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში კანადას 3:0 მოუგო. მატჩი 9 ივლისს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.