კილიან მბაპე
Aa
Aa

„ფეხბურთის თამაში არ სურდათ“ - მბაპე პარაგვაის დამოკიდებულებამ გააბრაზა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგ მატჩში, საფრანგეთის ნაკრები ფილადელფიაში პარაგვაის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც დეზირე დუეს მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მბაპემ განვლილი მატჩი შეაფასა და პარაგვაელი ფეხბურთელების თამაშზე უკმაყოფილება ვერ დამალა.

რა თქვა მბაპემ:

„ვიცოდით, როგორი მატჩიც გველოდა. შესანიშნავია ის თამაში, რაც გამოვიდა და როგორც ვითამაშეთ. ვაჩვენეთ, რომ მხოლოდ შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია — თუ ბინძურად თამაშია საჭირო, ბინძურადაც ვითამაშებთ. ეს პრობლემას არ გვიქმნის. მათ ეგონათ, სმოკინგებში გამოწყობილები გამოვცხადდებოდით, ლამაზ კომბინაციებსა და მოკლე პასებს ვითამაშებდით. თუმცა, ბინძური ხრიკების გამოყენებაც კარგად ვიცით. დღეს სწორედ ასე მოვიქეცით, გავიმარჯვეთ და ამ კომპონენტშიც კი მათზე უკეთესები ვიყავით.“

1/4 ფინალში საფრანგეთის ნაკრების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში კანადას 3:0 მოუგო. მატჩი 9 ივლისს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში მოიგო - დეშამის გუნდი 1/4 ფინალშია
საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში მოიგო - დეშამის გუნდი 1/4 ფინალშია