საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში მოიგო - დეშამის გუნდი 1/4 ფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგ მატჩში, საფრანგეთის ნაკრები ფილადელფიაში პარაგვაის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა ორივე გუნდისთვის მძიმე გამოდგა. ფილადელფიაში ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუსს გაუტოლდა, რის გამოც ორივე ნაკრების ფეხბურთელებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა გაუჭირდათ.
თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. მე-60 წუთზე დიდიე დეშამმა მოედანზე დეზირე დუე შეიყვანა, პსჟ-ს შემტევმა კი რამდენიმე წუთში პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად კილიან მბაპემ შეასრულა თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ, ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და საფრანგეთმა 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
კილიან მბაპე ამ გოლით ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესის გაუთანაბრდა. ფრანგ და არგენტინელ შემტევებს ამ მუნდიალზე 7-7 გოლი აქვთ გატანილი.
1/4 ფინალში საფრანგეთის ნაკრების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში კანადას 3:0 მოუგო.