აშრაფ ჰაკიმი, ბრაჰიმ დიასი
Aa
Aa

დამაჯერებლად - მაროკომ კანადა დაამარცხა და 1/4-ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატზე სამიდან პირველი მასპინძელი გავარდა - კანადა მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

კანადელებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში კლასი არ ჰყოფნიდათ.

მეორე ტაიმში მაროკომ მოუმატა. ჩრდილოეთ აფრიკელებმა კარისკენ 3-ჯერ დაარტყეს და 2-ჯერ გაიტანეს. მიუხედავად საიბარის ადრეული ტრავმისა, მუჰამედ უაბის გუნდს „ჟირონას“ შემტევმა უნაჰიმ ულიდერა და დუბლი გაიფორმა. საგოლე გადაცემები კი აჩრაფ ჰაკიმიმ და ბრაჰიმ დიასმა მიითვალეს.

შეხვედრას წერტილი საიბარის ნაცვლად მოედანზე შესულმა სოფიენ რაჰიმიმ დაუსვა. საგოლე პასი კი კვლავ ბრაჰიმ დიასმა მიითვალა.

მაროკო ისტორიაში გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ შეძლო და 1/4-ფინალში ითამაშებს.

ისევე როგორც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ამჯერადაც - მაროკო შესაძლოა საფრანგეთს გადაეყაროს. თუ, ამაღამ ფრანგები პარაგვაის დაამარცხებენ, მეოთხედფინალში საფრანგეთი მაროკოს ძალიან საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები