კრიშტიანუ რონალდუ, უნაი სიმონი, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - სიმონი რონალდუს უფრთხის

ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა, კრიშტიანუ რონალდუს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

ესპანელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, რომელთანაც გასულ წელს ერთა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდნენ, სადაც თავისი გოლის გატანა რონალდუმაც შეძლო.

„ის ისეთი აღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ საჯარიმოსგან რაც შეიძლება შორს უნდა ვამყოფოთ. მან ეს ერთა ლიგის ფინალში უკვე დაამტკიცა.

დღეს მისი მთავარი თვისება საჯარიმო მოედანზე მომაკვდინებელი ეფექტურობაა. ის მომენტებს თავად პოულობს და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. არ ვიცი, როგორ უნდა გავაკონტროლოთ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და, შეძლებისდაგვარად, საჯარიმოსთან არ უნდა მივუშვათ“,

- განაცხადა სიმონმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია ესპანეთის მერვედფინალური მატჩი 6 ივლისს, ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები