კრიშტიანუ რონალდუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„თუ გამარჯვება სურთ, ეს უნდა გაეკეთებინათ“ - ზლატანი რონალდუს შეცვლაზე

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩში კრიშტიანუ რონალდუს შეცვლის გამო რობერტო მარტინესი შეაქო.

„მარტინესს ეს უნდა გაეკეთებინა, რადგან პორტუგალია რთულ მდგომარეობაში იყო. ხორვატია დომინირებდა და ასეთ მომენტში მწვრთნელმა რეაგირება უნდა მოახდინოს, რაღაც უნდა შეცვალოს. მას ეყო გამბედაობა, რომ კრიშტიანუ მოედნიდან გაეყვანა.

თუ ამ ტურნირის მოგება გინდა, გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. ერთი ადამიანი ამას ვერ იზამს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი: ყველა ტიტული, რომელიც მომიგია, მარტო მე არ მომიგია. შეიძლება 90%-ით კი, მაგრამ ეს მაინც გუნდური მუშაობაა.

ასე რომ, ახლა საკითხავი ის არის, თუ რა მოხდება (პორტუგალიის) მომდევნო მატჩში“,

– განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Fox Sports-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივლისს, ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები