„ინტენსიური დისკუსია გვექნება“ - კლოპმა მოლაპარაკებები დაადასტურა
იურგენ კლოპმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გერმანიის მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დასაკავებლად მოლაპარაკებებს მართავს.
რა თქვა კლოპმა:
„ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართა. იულიანი გადადგა, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია კი მის შემცვლელს ეძებს. მოლაპარაკებები გვაქვს და ინტენსიურ დისკუსიებს ველოდები, იმიტომ რომ პრობლემები მხოლოდ ნაგელსმანს არ უკავშირდება.
იულიანი შესანიშნავი მწვრთნელია, რასაც ის მომავალშიც არაერთხელ დაადასტურებს. ამიტომ უნდა დაველოდოთ ამ დისკუსიებს და ვნახოთ, რა მოხდება. ასევე, უნდა გავესაუბრო ჩემს დამსაქმებელს, [რედ ბულის ხელმძღვანელ] ოლივერ მინტცლაფს. ვიცი, რომ მას გერმანული ფეხბურთი ძალიან უყვარს, ამიტომ ის მზადაა ამ მოლაპარაკებებისთვის“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანია პენალტების სერიაში პარაგვაისთან დამარცხდა, რის შემდეგაც იულიან ნაგელსმანმა „ბუნდესტიმის“ თავკაცის თანამდებობა დატოვა.
რაც შეეხება კლოპს, „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ ის კომპანია „რედ ბულში“ დასაქმდა, სადაც გლობალური ფეხბურთის განყოფილებას ხელმძღვანელობს.