იურგენ კლოპი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ნაგელსმანი წასვლაზე დაითანხმეს - კლოპმა მზადყოფნა გამოთქვა

ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ამ ქვეყნის საფეხბურთო წრეებში სერიოზული კავშირებით სარგებლობს და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციების 90 პროცენტი სინამდვილეს შეეფერება. აქედან გამომდინარე, უფლება არ გვაქვს არ დავიჯეროთ ცნობა იმის თაობაზე, რომ იულიან ნაგელსმანი გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის თაობაზე დაითანხმეს და ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია სულ მალე გავრცელდება.

კიდევ უფრო საინტერესო პლატენბერგის მხრიდან ის გახლდათ, რომ მან ნაგელსმანის შეცვლის მთავარ კანდიდატად იურგენ კლოპი დაასახელა, რომელიც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრებს ანალიზს ერთ-ერთი ტელევიზიისთვის უკეთებს. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელებს არსად ეჩქარებათ და ისინი თანახმანი არიან იურგენმა მუნდიალის დასრულებამდე მედიასთან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, თუმცა როგორც პლატენბერგი აცხადებს, კლოპთან ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია.

ცნობისათვის, იურგენ კლოპის გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ინფორმაცია კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმაც გაავრცელა. აქვე გეტყვით, რომ 59 წლის გერმანელი სპეციალისტი 2024 წლის ივნისის შემდეგ მწვრთნელად აღარ მუშაობს, როდესაც „ლივერპული“ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გერმანიას სრულიად განსხვავებული პრობლემები ჰქონდა“ - კლოპის ნოიერს იცავს
„გერმანიას სრულიად განსხვავებული პრობლემები ჰქონდა“ - კლოპის ნოიერს იცავს