ლოთარ მათეუსი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

„მას ამ გუნდში მომავალი არ აქვს“ - მათეუსი ნაგელსმანს წასვლისკენ მოუწოდებს

გუშინ, ფრანკფურტში მდებარე გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფისში, ამ ორგანოს ხელმძღვანელებმა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან იულიან ნაგელსმანთან 3-საათიანი შეხვედრა გამართეს, სადაც კრახით დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით 38 წლის სპეციალისტის ანგარიში მოისმინეს. როგორც ირკვევა, ნაგელსმანი თავისი ნებით წასვლას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 2028 წლის ბოლომდე მოქმედ კონტრაქტს დაარღვევენ და გაუშვებენ, კომპენსაციის სახით მისთვის 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა 1/16-ფინალში პარაგვაისთან განცდილი მარცხისთანავე, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელების მხრიდან ნაგელსმანის გათავისუფლება მოითხოვა. ახლა კი, როდესაც მათეუსი კარგად ხედავს, რომ იულიანი წასვლას არ აპირებს, მისი მისამართით საჯარო კრიტიკა გააძლიერა.

ლოთარ მათეუსი

მე ძალიან მიკვირს, რატომ არ ჰყოფნის ნაგელსმანს იმის ჭკუა, რომ მიხვდეს, მას გერმანიის ნაკრებში მომავალი არ გააჩნია. ვაჟკაცობაა საჭირო იმისათის, რომ საკუთარ თავთან აღიარო: „მე ვერ გავამართლე ის ნდობა, რომელიც ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა გამომიცხადა. გავუცრუე იმედები გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს, რის გამოც თანამდებობა უნდა დავტოვო“.

შესაძლოა ნაგელსმანი თვლიდეს, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, მისთვის გერმანიის ნაკრების ჩაბარება უდიდესი შეცდომა იყო. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო გამოცდილებას დააგროვებს, ასე 10-15 წლის შემდეგ შეიძლება მისთვის ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება.

შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა - მეოთხედფინალურ, მსოფლიოს 2026 წლის პირველობაზე გამოსვლა კი მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივერ კანი: ტოპ-გუნდი მოხალისეებს არ ეძებს, რომ პენალტი დაარტყან
ოლივერ კანი: ტოპ-გუნდი მოხალისეებს არ ეძებს, რომ პენალტი დაარტყან