ფილიპ ლამი, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„იდენტობა და სტილი დავკარგეთ“ - ლამი გერმანიის ნაკრებზე

გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა „ბუნდესტიმის“ წარუმატებელ გამოსვლაზე ისაუბრა და ერთ სათამაშო სტილზე შეჯერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ზედიზედ მესამედ გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა. ეს რთული მისაღებია. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ უწყვეტობაზე, რომელიც უკვე 10 წელია ჩვენს ნაკრებს აკლია. გერმანული ფეხბურთი ვერ ჩამოყალიბდა, თუ რა სტილით უნდა ვითამაშოთ.

მუდმივად ჩნდება ახალი იდეები, ახალ ფეხბურთელებს ახალ პოზიციაზე ვხედავთ. იულიან ნაგელსმანი ძალიან ბევრ ექსპერიმენტს ატარებს - არა მხოლოდ ამ ტურნირზე - გუნდის განვითარებას კი წლები სჭირდება.

ნაგელსმანს სათამაშო სქემების ხშირი ცვლა უყვარს - ამბობს, რომ ეს მისი სტილია. თუმცა ისეთი ძლიერი გუნდები, როგორიც ესპანეთი ან საფრანგეთია, ყოველთვის ერთი და იგივე სქემით თამაშობენ. როდესაც მატჩს უყურებ, მათი ამოცნობა ძალიან მარტივია. ისინი იმდენად კარგად მოქმედებენ ერთი სქემის ფარგლებში, რომ მათი შეჩერება შეუჩერებელია.

რა თქმა უნდა, მწვრთნელს აქვს ცვლილებების განხორციელების უფლება, მაგრამ ეს მხოლოდ დეტალებს ეხება, მაშინ როდესაც გუნდში უკვე წესრიგია დამყარებული. ეს გერმანული გუნდების საერთო პრობლემაა, მათ შორის ბუნდესლიგაშიც - ბევრ გუნდს კონკრეტიკა აკლია.

ახლა მიდის მსჯელობა ნაგელსმანზე და მის სავარაუდო შემცვლელებზე, თუმცა პირველ რიგში ფუნდამენტური საკითხები უნდა მოგვარდეს. გერმანული ფეხბურთის მესვეურები უნდა ჩამოყალიბდნენ, როგორ უნდა ვითამაშოთ. ჩვენ არც ესპანეთი ვართ, არც არგენტინა და არც საფრანგეთი. ჩვენ გერმანია ვართ: გვაქვს საკუთარი კულტურა და საფეხბურთო სტილი. გერმანულ იდენტობასთან კავშირი უნდა აღვადგინოთ“.

ცნობისთვის, გერმანიის ნაკრები 1/16-ფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა, წინა ორ მუნდიალზე კი ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივერ კანი: ტოპ-გუნდი მოხალისეებს არ ეძებს, რომ პენალტი დაარტყან
ოლივერ კანი: ტოპ-გუნდი მოხალისეებს არ ეძებს, რომ პენალტი დაარტყან