შვაინშტაიგერი ნაკრებზე: დავკარგეთ მდგრადობა, იდენტობა, საბრძოლო სულისკვეთება
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის ფონზე, გერმანულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.
იულიან ნაგელსმანის გუნდი ტურნირის პლეი-ოფში, პარაგვაის ნაკრებთან, პენალტების სერიაში დამარცხდა.
„ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ახალი მწვრთნელით წარმატებებს მივაღწევთ? იურგენ კლოპი, ლოთარ მათეუსი ან თუნდაც იუპ ჰაინკესი საქმეს შესაძლოა სხვანაირად მიდგომოდნენ, მაგრამ პასუხი ფეხბურთელებსაც უნდა მოვთხოვოთ. მათი თამაში არ იყო ძალიან კარგი. ჩვენ დავკარგეთ მდგრადობა, იდენტობა, საბრძოლო სულისკვეთება. ჩემი ყველა ყოფილი პარტნიორი ამბობს: „თქვენ დაკარგეთ თქვენი ინდივიდუალობა და აღარ შეგიძლიათ ფეხბურთის ისე კარგად თამაში, ამიტომაც გამოგთიშეს ტურნირიდან“. ჩვენ უარი ვთქვით საკუთარ ძლიერ მხარეებზე, ვიღაცას ეს შეიძლება არ მოეწონოს და ახლა ამის საფასურს ვიხდით“, — განაცხადა ბასტიან შვაინშტაიგერმა.
მანამდე ნაკრების პრობლემაზე ილაპარაკა ასევე ტონი კროოსმა. მისი თქმით, გერმანიას ამჟამად მსოფლიო კლასის არც ერთი ფეხბურთელი არ ჰყავს.