ტონი კროოსი, მიხაელ ბალაკი
Aa
Aa

„მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს“ | ბალაკმა და კროოსმა გერმანიის ფიასკოზე ისაუბრეს

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელებმა, ტონი კროოსმა და მიხაელ ბალაკმა „ბუნდესმანშაფტის“ ფიასკოზე ისაუბრეს. იულიან ნაგელსმანის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს პარაგვაისთან გამოეთიშა და ყოფილმა მოთამაშეებმა მთავარი პრობლემა დაასახელეს.

„ამჟამად მსოფლიო კლასის არც ერთი ფეხბურთელი არ გვყავს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მსოფლიო კლასის მოთამაშეები გახდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე მსოფლიო დონისანი არიან. მსოფლიო დონის ვარსკვლავები მატჩის ბედს ინდივიდუალურად ყვეტენ და ისინი ზუსტად იქ არიან, სადაც მსოფლიო დონის უნდა იყვნენ — ტურნირის ბომბარდირთა სიის სათავეში. ჩვენ ამ სიაში არც ერთი წარმომადგენელი არ გვყავს“, — განაცხადა კროოსმა.

„ჩვენი თვისებები, რომლებიც გერმანიას ყოველთვის გამოარჩევდა, სადღაც დაიკარგა. გერმანიას შესწევს უნარი, თავი დააღწიოს რთულ სიტუაციებს. თამაშს კარგად ვიწყებთ, გვაქვს ათი, ოცი კარგი წუთი, შეიძლება გოლიც კი გავიტანოთ. მაგრამ პირველივე ეპიზოდისას, როდესაც ჩვენს კარში გოლი გადის ან შეცდომას ვუშვებთ, მთელი სისტემა იშლება — და შემდეგ საკუთარ თავს ეკითხები: რატომ?

მწვრთნელი ასეთ სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთელები ბევრ რამეს წყვეტენ — უფრო სწორად, უნდა გადაწყვიტონ. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება უბრალოდ აუცილებელია“, — აღნიშნა ბალაკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს 1/16-ფინალში დაემშვიდობა. „ლა ალბიროხას“ მომდევნო მეტოქე საფრანგეთი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლანტა იუნაიტედს ტოვებს | საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია
ატლანტა იუნაიტედს ტოვებს | საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია