„ყველამ კარგად ვიცით, რატომ მოხდა ასე“, - საზონოვი ტორინოს დაემშვიდობა
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა საზონოვი აწ უკვე თავისი ყოფილი კლუბის „ტორინოს“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
საბამ გამოსამშვიდობებელი პოსტი თავისი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.
„მადლობა „ტორინოს“! ეს არის დიდი კლუბი ისტორიით, რომელიც ყველამ ვიცით და გვახსოვს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვიყავი. მადლობა ტურინს – ქალაქს, რომელიც ჩემს სახლად იქცა.
გულშემატკივრებს: თქვენ წარმოუდგენლები ხართ! იცით, რომ ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი. თქვენთან მუდამ ღია და გულწრფელი ვიყავი, ისევე როგორც თქვენ – ჩემთან.
ვწუხვარ, რომ მოედანზე ის ყველაფერი ვერ გავიღე, რაც მინდოდა და ვერ მოგანიჭეთ ის ემოციები და სიხარული, რასაც იმსახურებთ. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რატომ მოხდა ასე და ვინ არის რეალური პრობლემა.
ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მუდამ წინ, „ტორო“!
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელს „ტორინოს“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. საერთო ჯამში, საზონოვმა იტალიური გუნდის მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც შედეგიანი მოქმედებით არ გამოირჩეულა.
Transfermarkt-ი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 800 ათას ევროდ აფასებს. საბა საზონოვს „ტორინოსთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურა.