უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„რა როლი ექნება ჩაკვეტაძეს უდინეზეში“ - იტალიური გამოცემა გიორგიზე წერს

იტალიურ „უდინეზესთან“ დაახლოებული სააგენტო Tuttoudinese.it-ი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ წერს და იტალიურ გუნდში მის შესაძლო როლს განიხილავს.

რა წერია სტატიაში:

ვინ არის ჩაკვეტაძე, შესაძლო „ჯოკერი“ „უდინეზეს“ ნახევარდაცვისთვის?

1999 წელს დაბადებული ქართველი, მარჯვენა ფეხით მოთამაშე შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც კარის სიახლოვეს თანაგუნდელებისთვის საგოლე პასების მიწოდების გამორჩეული უნარი აქვს. ჩაკვეტაძეს ნახევარდაცვაში რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია და მატჩში შეიძლება ნამდვილ „ჯოკერად“ იქცეს გოლის გასატანად სწორი სივრცის მოსაძებნად. ის იდეალურია თამაშში არაპროგნოზირებადობის შემოსატანად იმ შემთხვევაში, თუ ჩაკეტილი მატჩი იქნება. იგი დაჯილდოებულია საუკეთესო საბაზისო ტექნიკით, მოსწონს თავდამსხმელების უკან თავისუფალ სივრცეებში მოქმედება და ძალიან სწრაფია მოკლე მანძილზე.

მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე დრიბლინგია, რითაც ხშირად ქმნის რიცხობრივ უპირატესობას და მეტოქეებს ორიენტირების საშუალებას თითქმის არასდროს აძლევს. თბილისის „დინამოს“ აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელი 2017 წელს „გენტმა“ შეიძინა და მასზე დიდი ფსონი დადო. ბელგიური გამოცდილების შემდეგ, ის იჯარით გაუშვეს გერმანიასა და სლოვაკეთში, სანამ „უოტფორდში“ არ იპოვა შესაფერისი გარემო საკუთარი სრული პოტენციალის გამოსავლენად. თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ინგლისური თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება და მის მომავალში იტალია მოჩანს.

ჩაკვეტაძის შესაძლო როლი მწვრთნელ რუნიაიჩთან

როგორც ჩანს, „უდინეზე“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის დასრულებასთან ახლოსაა, რითაც მწვრთნელ კოსტა რუნიაიჩის განკარგულებაში ნახევარდაცვის ხაზში ალტერნატივები გაიზრდება. 3-5-2 სათამაშო სქემაში ჩაკვეტაძემ შეიძლება ნახევარდაცვის ცენტრში არსებული სამი პოზიციიდან ერთ-ერთზე ითამაშოს, ან უფრო წინ აიწიოს, შემტევი ნახევარმცველის ზონაში, თუ გუნდი არჩევანს 3-4-2-1 ტაქტიკაზე შეაჩერებს.

„უდინეზეში“, გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ცოტა ხნის წინ Geo Team-მა დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მომავალი სეზონიდან სერია A-ში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა სიაში
ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა სიაში