ყველაფერი კანადის ნაკრების დასახმარებლად | დრეიკის წყევლა მაროკოს წინააღმდეგ
Aa
Aa

ყველაფერი კანადის ნაკრების დასახმარებლად | დრეიკის წყევლა მაროკოს წინააღმდეგ

კანადელი რეპერის, დრეიკის (Drake) წყევლა სპორტულ სამყაროში ძალიან ცნობილი მოვლენაა. როდესაც რეპერი რომელიმე სპორტსმენთან ერთად ფოტოს გადაიღებს, კონკრეტული გუნდის მაისურს მოირგებს, საჯაროდ მხარდაჭერას გამოუცხადებს ან მათზე ფსონს განათავსებს, ეს სპორტსმენი ან გუნდი უახლოეს მომავალში უმნიშვნელოვანეს მატჩში მარცხდება.

დრეიკის წყევლის მსხვერპლთა სია ძალიან გრძელია და ხშირად მოქმედებს. მართალია, ყოფილა მომენტები, როდესაც რეპერის წყევლას არ უმუშავია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დრეიკმა გადაწყვიტა, არ გარისკოს და კანადის საფეხბურთო ნაკრებს დაეხმაროს.

პოპულარულმა რეპერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს თავისი ფსონის ამსახველი ფოტო გაუზიარა. დრეიკმა სიმბოლური თანხა, 1 დოლარი კანადის ნაკრების მეტოქის, მაროკოს მომდევნო ეტაპზე გასვლაზე დადო. რეპერმა იგივე სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინაც მოიმოქმედა და ამან გაამართლა — კანადამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი გოლით იმარჯვა და 1/8-ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და კანადის ნაკრებების მატჩი 4 ივლისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაბო-ვერდეს სასწაულამდე ცოტა დააკლდა - არგენტინამ დამატებით დროში მოიგო
კაბო-ვერდეს სასწაულამდე ცოტა დააკლდა - არგენტინამ დამატებით დროში მოიგო