მბაპეს მიბაძეთ | პენალტებამდე ეგვიპტელები კილიანის დარტყმებს უყურებდნენ
ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში გავიდა. „ფარაონები“ 1/16-ფინალში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა ფრედ — 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი აფრიკელებმა იმარჯვეს.
მატჩის 119-ე წუთზე ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ტონი პოპოვიჩმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. მან მეკარე შეცვალა და პატრიკ ბიჩის ნაცვლად მოედანზე მეტიუ რაიანი შეიყვანა. ეს უკანასკნელი „ლევანტეში“ თამაშობს და მისი შესვლა ეგვიპტელებისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათმა სამწვრთნელო შტაბმა გამოსავალი სწრაფად იპოვა.
„ფარაონების“ მწვრთნელებმა მოთამაშეებს კილიან მბაპეს თერთმეტმეტრიანის ამსახველი ვიდეო აჩვენეს. მბაპემ რაიანს პენალტი მარტივად გაუტანა და, როგორც გამოჩნდა, ეგვიპტელებს კილიანის გაკვეთილი დაეხმარათ. მათ ავსტრალიელ მეკარეს ოთხივე პენალტი გაუტანეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ცნობისთვის, ეგვიპტის ნაკრები 1/8-ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.