„რონალდუს წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია, მაგრამ...“ - იამალმა პორტუგალიასთან მატჩზე ისაუბრა
ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა ავსტრიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ 1/8 ფინალში, პორტუგალიასთან გასამართ მატჩსა და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა.
რას ამბობს იამალი:
„თამაშის ხარისხში ინტენსივობასა და აბსოლუტურად ყველა კომპონენტში მომატება უნდა გავაგრძელოთ. ვიცით ჩვენი დონე და არცერთი ნაკრების არ გვეშინია. ესპანეთი ვართ და ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ.
რა თქმა უნდა, კრიშტიანუს წინააღმდეგ თამაში დიდი პატივი იქნება. მაგრამ ახლა მხოლოდ საკუთარი თამაშის ხარისხზე ვფიქრობ და ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა, ვისთან მოგვიწევს დაპირისპირება.“
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა 1/16 ფინალში ხორვატია 2:1 დაამარცხა. 1/8 ფინალში, ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება 6 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.