ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, დენა უაითი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

„საუკეთესო ბრძოლაა, რაც კი ოდესმე მინახავს“ - ტრამპის რეაქცია თოფურია-გეიჯის ჩხუბზე

ცოტა ხნის წინ, UFC-მ თეთრი სახლის ქარდზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იყო. სამწუხაროდ, ილია თოფურია ამ ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა. ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. ვიდეოში, რომელიც UFC-მ გაავრცელა, თოფურია-გეიჯის ჩხუბის დროს დონალდ ტრამპისა და დენა უაითის დიალოგი და მათი ემოციებია ასახული:

დენა უაითი - „თვალი საშინელ მდგომარეობაში აქვს... როგორი რაუნდი იყო!“

დონალდ ტრამპი - „გეიჯი ძალებს აღიდგენს...“ (დონალდ ტრამპმა ეს მეორე რაუნდის შემდეგ თქვა)

დენა უაითი - „დიახ, მაგრამ ტანში რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო...“

მესამე რაუნდის შემდეგ უაითის და ტრამპის დიალოგი ასეთი იყო:

დენა უაითი - „მგონი თოფურიას თვალთან ძვალი გაუტეხა...“

დონალდ ტრამპი - „ექიმი ბრძოლისკენ უბიძგებს...“

ტრამპის რეაქცია, როდესაც გეიჯიმ ილიას ტანში მუხლი დაარტყა - „ეს ძალიან ეტკინა“.

რეაქციები ჩხუბის გაჩერების შემდეგ:

უაითი - „ბატონო პრეზიდენტო, ეს ბრძოლის დასასრულია“.

ტრამპი - „საუკეთესო ბრძოლაა, რაც კი ოდესმე მინახავს“.

უაითმა მაშინვე უპასუხა - „მიყვარხართ“.

ამის შემდეგ, უაითმა ახლოსმყოფ ჟურნალისტებთან აღნიშნა - „ეს მსოფლიოში საუკეთესო გრძნობაა და მინდა სულ ისე ვგრძნობდე თავს, როგორც ახლა. ვინმეს ოდესმე უნახავს ასეთი რამ?“

ვიდეო კი ტრამპის სიტყვებით სრულდება - „მოდი, ხვალ კიდევ ერთი ჩავატაროთ!“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დამიმტკიცა, რომ ვცდებოდი“ - ჰოლოუეიმ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა
„დამიმტკიცა, რომ ვცდებოდი“ - ჰოლოუეიმ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა