„ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდებოდა“ - ლეო მესი
კაბო-ვერდესთან მძიმე გამარჯვების შემდეგ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ პლეიოფის სტადიაზე მარტივ მატჩებს არავინ უნდა ელოდოს და სწორედ ეს ამიტომ არის მსოფლიო ჩემპიონატი ასეთი განსაკუთრებული.
„მართალი გითხრათ, ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდებოდა. შემთხვევითობა არაა ის, რომ კაბო-ვერდემ არც ურუგვაისთან წააგო და არც ესპანეთთან.
პირველი გოლის გატანა ყველაზე რთული იყო, ამიტომ გვეგონა, რომ ეს მატჩის გაკონტროლებისა და უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემდა, თუმცა სრულიად საპირისპირო რამ ვიხილეთ.
ბურთს ვკარგავდით, ხანდახან ძალიან ღრმა დაცვაში ჩავდიოდით და პრესინგზე ისე კარგად ვერ ვთამაშობდით, როგორც გვინდოდა. მეტოქემ გამოიყენა თავისი ძლიერი მხარეები და ანგარიში გაათანაბრა.
ეს პლეიოფია, უბრძოლველად არავინ არაფერს დაგითმობს. შესაძლოა, ზოგიერთები ამა თუ იმ გუნდს სათანადოდ ვერ აფასებენ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ არის მსოფლიო ჩემპიონატი ასეთი განსაკუთრებული. თითოეული თამაშის მოგება ძალიან რთულია.
როგორც ყოველთვის, ბოლომდე დავიხარჯეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. ახლა ყველაზე მთავარი აღდგენა და მომდევნო მატჩზე ფოკუსირებაა“.
ცნობისთვის, მერვედფინალში არგენტინა ეგვიპტეს შეხვდება. ეს მატჩი 7 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.