აინარს ბაგაცკისი
Aa
Aa

„რიდის გაძევებამ საქმე ოდნავ გაგვიმარტივა“ | აინარს ბაგაცკისის კომენტარი

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. მისმა გუნდმა საქართველო 95:76 დაამარცხა და ბაგაცკისმა უკრაინელთა გამოსვლა შეაფასა.

„არ მინდა კომენტარი იმაზე გავაკეთო, დაცვაში და შეტევაში კარგად ან ცუდად რა გავაკეთეთ. ეს მეორეხარისხოვანია. სპორტში მთავარია, მატჩის შემდეგ ტაბლოზე რა ანგარიშია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამარჯვება და დანიასთან შეხვედრაშიც იგივე უნდა გავაკეთოთ.

მარკის რიდის გაძევება გადამწყვეტი მომენტი იყო თუ არა? არ ვიცი, თქვენ გადაწყვიტეთ. ნოსტრადამუსი არ ვარ და ჩემი მოვალეობაა, კონკრეტულ სიტუაციებსა და მომენტებზე რეაქცია მქონდეს. რიდს 18 ქულა ჰქონდა, გუნდის ლიდერი იყო და ერთ-ერთი გამთამაშებელი გახლავთ. არ მინდა ვთქვა, რომ მთავარი მიზეზი ეს იყო, მაგრამ ნამდვილად დაგვეხმარა და ოდნავ გაგვიმარტივა ყველაფერი. მოდით, ასე იყოს.

საქართველოს ორივე თამაში მოვუგეთ და ეს მომდევნო რაუნდში გამოგვადგება. მზად ვარ ფსონი ჩამოვიდე. ვერ ვიტყვი, რომ საქართველო აუცილებლად მოიგებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესპანეთს საქართველოში მარტივი გასეირნება არ ელოდება. იოლი თამაში არ ექნებათ და დანიასთან უნდა გავიმარჯვოთ.“

ცნობისთვის, საქართველოს 2 მოგება და 3 წაგება აქვს და ბოლო ტურში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 5 ივლისს, თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი | სიტიმ ანდერსონი გაიფორმა
ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი | სიტიმ ანდერსონი გაიფორმა