ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი | სიტიმ ანდერსონი გაიფორმა
ელიოტ ანდერსონი ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდა. „მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ „სამი ლომის“ ნახევარმცველი გაიფორმა.
„მანჩესტერ სიტიმ და ნოტინგემ ფორესტმა ელიოტ ანდერსონის ტრანსფერზე შთანხმებას მიაღწიეს. 23 წლის ანდერსონი ამჟამად ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა კანზასში.
ტრანსფერის ოფიციალური ფორმალობები მისი ინგლისში დაბრუნებისთანავე დასრულდება. მანამდე კი, მანჩესტერ სიტის ყველა წევრი წარმატებას უსურვებს ელიოტსა და ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენ მოუთმენლად ველით მის მანჩესტერში ჩამოსვლას,“ — ნათქვამია „ქალაქელთა“ განცხადებაში.
ანდერსონის ტრანსფერი „სიტის“ 116 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ელიოტი ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდა. მან ჯუდ ბელინგემის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2023 წელს, „რეალში“ 115 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. ბელინგემის შემდეგ დეკლან რაისი (105 მილიონი) და ჰარი კეინი და ჯეკ გრილიში (ორივე 100) მოდიან.