FIFA-ს განცხადება ხორვატია პორტუგალიის საკამათო ეპიზოდზე
FIFA-ში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში, პორტუგალიასთან მატჩში (1:2) ხორვატიის ნაკრებისთვის გაუქმებული გოლის ეპიზოდს გამოეხმაურნენ.
კომპენსირებულ მე-13 წუთზე ხორვატიის ნაკრებმა გოლი გაიტანა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ესპენ ესკოსმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მარიო პაშალიჩის თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გააუქმა. ხორვატთა ფორვარდი იგორ მატანოვიჩი საჯარიმოში მეტოქეს საჰაერო ბურთისთვის ებრძოდა, რომელიც შემდეგ პაშალიჩს მიუვიდა. ბურთში არსებულმა სენსორმა დააფიქსირა, რომ მატანოვიჩი ბურთს შეეხო და პაშალიჩს ამის შემდეგ მიუვიდა.
„მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთში (Trionda) ჩამონტაჟებული Connected Ball ტექნოლოგიის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, დადასტურდა, რომ გოლამდე ბურთთან შეხება ხორვატიის ნაკრების მე-20 ნომერმა, იგორ მატანოვიჩმა განახორციელა, რამაც მსაჯს საშუალება მისცა თამაშგარე მდგომარეობა სწორად დაეფიქსირებინა და გოლი გაეუქმებინა.
Trionda-ს ბურთში განთავსებულ IMU სენსორებს ნებისმიერი უმცირესი შეხების დაფიქსირებაც კი შეუძლიათ, რაც მსაჯებს სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად მონაცემთა უპრეცედენტო მოცულობას აწვდის“,
– ნათქვამია ფიფას განცხადებაში.