მოდრიჩი: VAR-ი არ მომწონს, მას გუნდის სტატუსის გათვალისწინებით იყენებენ
ლუკა მოდრიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მარცხის (1:2) შემდეგ VAR-ის სისტემაზე ისაუბრა.
ლუკა მიიჩნევს, რომ რენატუ ვეიგას წაქცევისთვის დანიშნული პენალტის დროს წესების დარღვევა არ ყოფილა.
„ხორვატია გაცილებით მეტს იმსახურებდა. ზოგიერთი რამ ჩვენს სასარგებლოდ არ წარიმართა. ეს პენალტი... VAR-ზე ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, როცა ის ახალი დანერგილი იყო – ვამბობდი, რომ არ მომწონდა. დროთა განმავლობაში ეს ინსტრუმენტი ზოგიერთ სიტუაციაში სასარგებლო გახდა, მაგრამ მას არასწორად, შერჩევითად ან გუნდის სტატუსის გათვალისწინებით იყენებენ.
VAR მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს, თუ ეს 200-პროცენტიანი შეცდომაა. მაგრამ თუ ასე არ არის და რაღაც ნაცრისფერ ზონასთან გვაქვს საქმე, ჩარევას აზრი არ აქვს. VAR-თან მისვლის საჭიროება არ არსებობდა. ეს არ იყო პენალტი. ფეხბურთელები ერთმანეთს ებრძოდნენ, ფიზიკური ორთაბრძოლა იყო. ვლაშიჩს მეტოქისთვის არ დაუქაჩავს, ორივე წაიქცა.
სწორედ ამიტომ არ შეიძლება ასეთ თამაშში პენალტის დანიშვნა. ამიტომაც ვამბობ, რომ პენალტი მხოლოდ ასპროცენტიანი შეცდომის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს. ეს მაღიზიანებს და საზიანოა. რაც არის, ეგ არის. მოდით, წინ წავიდეთ.
არ დავიწყებთ წუწუნს, მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგიერთი რამ მაწუხებს, რადგან წყდება ბედი, ის განსაზღვრავს განწყობას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ, რაზეც უარს ამბობ, რისთვისაც თავს იწვალებ და იბრძვი.
ამაზე მეტს აღარ ვისაუბრებ. შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ და წარმოვადგინეთ ხორვატია, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ეს ის ხორვატიაა, რომელსაც ყველა იცნობს, აფასებს და უყვარს მთელ მსოფლიოში. მოდით, წინ წავიდეთ“,
– განაცხადა ლუკა მოდრიჩმა.