„ეს გუნდი არასოდეს ნებდება“ - სკალონიმ კაბო-ვერდესთან მატჩი შეაფასა
კაბო-ვერდესთან მძიმე გამარჯვების შემდეგ არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მეტოქე კარგი თამაშისთვის შეაქო და თავისი ფეხბურთელების მერბრძოლ სულისკვეთებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან რთული მატჩი იყო. ყოველთვის ვცდილობ, პოზიტივზე ვკონცენტრირდე. ნეგატიურ მომენტებზე ფეხბურთელებთან ვისაუბრებ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს გუნდი არასოდეს ნებდება. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო მეტოქის თამაში. დღეს კაბო-ვერდემ დაადასტურა, რომ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.
ყველა ძალიან დაიღალა, იმიტომ რომ მოედანზე 100%-ით დავიხარჯეთ. ეს არგენტინაა - ვისაც ეს არ ესმის, მისთვის ამის ახსნა ძალიან რთულია. ჩვენ, არგენტინელებს ეს კარგად გვესმის, იმიტომ რომ იოლად არაფერი გამოდის.
გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რთულ მომენტებში გუნდმა სწორი რეაქცია აჩვენა. ყველას ეგონა, რომ ეს მატჩი პარკში გასეირნებასავით იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს ასე არ იქნებოდა“.
მერვედფინალში არგენტინა ეგვიპტეს შეხვდება. ეს მატჩი 7 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.