მექსიკისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი შესაძლოა, 6 საათით ადრე დაიწყოს
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, მექსიკისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი მოსალოდნელი შტორმის გამო შესაძლოა 6 საათით ადრე დაიწყოს. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღევანდელი ამინდის პროგნოზით, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ეს მატჩი უნდა გაიმართოს, ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი არის მოსალოდნელი, რის გამოც მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თამაში ისეთ დროს გაიმართოს, როდესაც საათების მიხედვით საფრთხე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
მექსიკისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება 7 ივლისს, საქართველოს დროით 04:00 საათზე არის დაგეგმილი, დროის გადაწევის შემთხვევაში შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ ზუსტად ამ დროს ბრაზილიისა და ნორვეგიის მატჩიც არის დაგეგმილი და დიდი შანსია, რომ ორივე მატჩი ერთმანეთს დაემთხვეს.
შეგახსენებთ, რომ უამინდობამ პრობლემები ორ შეხვედრას შეუქმნა. ჯგუფურ ეტაპზე, საფრანგეთისა და სენეგალის მატჩის დროს, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ თამაშის განახლება 2 საათით გადაიდო. მეორე შემთხვევა კი 1/16 ფინალში, მექსიკისა და ეკვადორის დაპირისპირებაში მოხდა, როდესაც შეხვედრა 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.