ტომას ტუხელი
Aa
Aa

მექსიკა Vs ინგლისი - ფიფა-ს წესები მასპინძლებს უპირატესობას აძლევს

ტომას ტუხელი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრები ნაკრები მექსიკასთან სერიოზული, არახელსაყრელი პირობების წინაშე აღმოჩნდება, რადგან მატჩი ძალიან მაღალ სიმაღლეზე გაიმართება.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სიმაღლის გავლენა სპეციალურად შეისწავლა და ამ მიზნით სხვა სპორტის წარმომადგენლებს, მათ შორის ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდსაც, გაესაუბრა.

„რეკომენდაცია ასეთია: ან მატჩამდე 10 დღით ადრე უნდა ჩახვიდე, რათა სიმაღლეს შეეგუო, ან უშუალოდ თამაშის დღეს, რაც შეიძლება გვიან. თუმცა ფიფას წესები ამის საშუალებას არ გვაძლევს,“ — განაცხადა ტუხელმა.

ფიფას რეგლამენტის მიხედვით, მერვედფინალიდან მოყოლებული გუნდები ვალდებულნი არიან მატჩამდე ერთი დღით ადრე იმ ქალაქში ივარჯიშონ, სადაც შეხვედრა ტარდება. შესაბამისად, ინგლისი კანზას სიტიდან მექსიკაში პარასკევს გაფრინდება.

ტუხელმა არ დამალა, რომ ეს მასპინძლებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

„დიახ, ეს მექსიკისთვის უზარმაზარი უპირატესობაა. სიმაღლეზე ბურთი სხვანაირად დაფრინავს. ეს რთული გარემოა, მაგრამ გამოცდილება უნდა მივიღოთ.“

შეგახსენებთ, რომ მექსიკისა და ინგლისის ნაკრებების მერვედფინალური დაპირისპირება 6 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 04:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტინესი: “პანიკაში არ ჩავვარდით და გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“
მარტინესი: “პანიკაში არ ჩავვარდით და გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“