კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ცხელ გულზე გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებ | რონალდუ ნაკრებიდან შესაძლო წასვლაზე

2026 წლის მუნდიალის 1/16-ფინალში პორტუგალიამ დრამატულ მატჩში ხორვატიას 2:1 მოუგო. 53-ე წუთზე 37 წლის ივან პერიშიჩმა ხორვატიის ნაკრები დააწინაურა, 68-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტიდან გაიტანა, მე-4 დამატებულ წუთზე რაფაელ ლეაუას საგოლე პასით გონსალუ რამუშმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

მატჩის შემდეგ მედიას კრიშტიანუ რონალდუ ესაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„კრიშტიანუს მომავალი ამ მომენტში მნიშვნელოვანი არაა. ვისაუბრებ... დრო მექნება, მოგების ან წაგების შემდეგ ჩემს ოჯახს დაველაპარაკები და საუკეთესო გადაწყვეტილებას ამის მერე მივიღებ. ცხელ გულზე გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებ, ახლა ყველაფერი მშვიდად ხდება. ახლა მთავარია, დღევანდელი დღით ვისიამოვნო“, - განუცხადა მან Sport TV-ს.

„დღეს უნდა გაგვეძლო. ასეთი მასშტაბის ტურნირის მოსაგებად, გაძლება უნდა შეგეძლოს. დღეს ასე მოხდა, მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო თამაში გამოდგა. პირველ ტაიმში თამაშს საკმაოდ კარგად ვაკონტროლებდით, მეორე ტაიმი კი უფრო ქაოსური იყო. მათ გოლი გაიტანეს, ჩვენ ცოტა სტრესში ჩავვარდით, მაგრამ ემოციური ბლოკი პენალტის გატანისას მოიხსნა. ამის შემდეგ თამაში გამარტივდა. გარკვეული სირთულეები კიდევ გვქონდა, მაგრამ ტურნირი სწორედ ეს არის და გზა უნდა გავაგრძელოთ“ - რონალდუ ტელეარხ SIC-თან საუბრისას.

41 წლის და 147 დღის ასაკში რონალდუ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვინც მუნდიალის ფლეი-ოფში ითამაშა და ასევე, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალის ფლეი-ოფში გოლი გაიტანა (ვრცლად).

მიმდინარე მუნდიალზე 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ჯგუფურ ეტაპზე უზბეკეთთან დუბლი შეასრულა. პორტუგალია - ესპანეთის მეოთხედფინალური დაპირისპირება 6 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტინესი: “პანიკაში არ ჩავვარდით და გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“
მარტინესი: “პანიკაში არ ჩავვარდით და გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“