ლუის დიასი
Aa
Aa

ბოლო მერვედფინალისტი ცნობილია | კოლომბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიაზე გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპი დასრულდა. მერვედფინალის ბოლო მონაწილის ვინაობა კოლომბიისა და განის ნაკრებებმა გაარკვიეს. „ლოს კაფეტეროსმა“ „შავი ვარსკვლავები“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩი კოლომბიელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-14 წუთზე ლუის სუარესის ჩაწოდების შემდეგ ჯონ არიასმა კარგად ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „ლოს კაფეტეროსს“ პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ განა ლორენს ატი-ზიგიმ გადაარჩინა.

56-ე წუთზე კოლომბიამ მეორე გოლი გაიტანა და თავი ლუის დიასმა გამოიჩინა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა. დარჩენილ დროში განა ცდილობდა, შეხვედრა დამატებით დროში გადაეყვანა, მაგრამ „შავ ვარსკვლავებს“ ზუსტი დარტყმაც არ ჰქონიათ და კოლომბიამ 1:0 მოიგო.

ცნობისთვის, „ლოს კაფეტეროსის“ მომდევნო მეტოქე შვეიცარიაა. ამ გუნდების შეხვედრა ვანკუვერში გაიმართება და მატჩი 7 ივლისს, თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება. გამარჯვებული არგენტინასა და ეგვიპტეს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაბო-ვერდეს სასწაულამდე ცოტა დააკლდა - არგენტინამ დამატებით დროში მოიგო
კაბო-ვერდეს სასწაულამდე ცოტა დააკლდა - არგენტინამ დამატებით დროში მოიგო