ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ახალი პორტუგალიური გრანდი რადარზე - ზურიკო სენტ-ეტიენში დაბრუნდა, თუმცა...

საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევის, ზურიკო დავითაშვილი მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. ქართველი ფეხბურთელის დამატებით ევროპის რამდენიმე კლუბი ინტერესდება, თუმცა ოფიციალური ნაბიჯი ჯერჯერობით, არც ერთ მათგანს არ გადაუდგამს.

პარალელურად, „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 2-ის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა დღეს საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა ზურიკო დავითაშვილმაც მიიღო.

სეზონის დასრულების შემდეგ, მედიაში აქტიურად იწერება „ბენფიკას“, „რენისა“ და „ბეშიქთაშის“ ინტერესის შესახებ. მათ შორის, ყველაზე მეტად თურქული კლუბი აქტიურობს, თუმცა როგორც ადგილობრივ პრესაში ვკითხულობთ, თურქებისთვის ზურიკო მთავარი სამიზნე არ არის და ქართველის ტრანსფერზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ ლეანდრო ტროსართან დაკავშირებით „არსენალთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ასევე, საგულისმოა, რომ დღეს პორტუგალიურმა სატრანსფერო პორტალმა Central 90-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლისაბონის „სპორტინგმა“ ფრანგებისგან ზურიკო დავითაშვილის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და შესაძლოა, ტრანსფერზე მუშაობაც დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა შემტევმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, სამ საპლეიოფო შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა როლი ექნება ჩაკვეტაძეს უდინეზეში“ - იტალიური გამოცემა გიორგიზე წერს
„რა როლი ექნება ჩაკვეტაძეს უდინეზეში“ - იტალიური გამოცემა გიორგიზე წერს