ბუბისტა: “ვფიქრობ, ახლა მთელი ქვეყანა ამაყობს“
Aa
Aa

ბუბისტა: “ვფიქრობ, ახლა მთელი ქვეყანა ამაყობს“

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინის ნაკრები სასწაულებრივად გადაურჩა კაბო-ვერდესთან მარცხს.

ალბისელესტემ უმძიმეს ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ, კაბო-ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა ბუბისტამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ბუბისტამ?

„ვფიქრობ, მთელი ქვეყანა ძალიან ამაყობს ამ გუნდით. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ისტორიაში დარჩება. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თავაწეულები უნდა წასულიყვნენ. მათ ყველაფერი გაიღეს მოედანზე. არგენტინის წინააღმდეგ ორი გოლი გავიტანეთ და მსოფლიო ჩემპიონებს დამატებით დროში ვათამაშეთ. ეს ადასტურებს, რამდენად გაიზარდა ჩვენი გუნდი.

ეს მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ფეხბურთი არ იყო. ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურა და ჩვენი ღირსება. ფეხბურთელების ცრემლები მარცხის გამო კი არა, იმის გამო იყო, რომ ისინი აცნობიერებდნენ, რამდენად ახლოს იყვნენ კიდევ ერთ სასწაულთან. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს. მათ მამაცად, ხარისხიანად და უდიდესი სპორტული სულისკვეთებით წარმოაჩინეს კაბო-ვერდე.“

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა ეგვიპტეს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 7 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი კანადის ნაკრების დასახმარებლად | დრეიკის წყევლა მაროკოს წინააღმდეგ
ყველაფერი კანადის ნაკრების დასახმარებლად | დრეიკის წყევლა მაროკოს წინააღმდეგ