„ანჩელოტი ისტორიაში უდიდესი მწვრთნელია“ - სოლბაკენი ბრაზილიასთან მატჩზე
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც კოტ-დ'ივუარის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ სოლბაკენი გასახდელში ამბობს: „ანჩელოტი, ჩვენ შენსკენ მოვდივართ!“
რას თქვა სოლბაკენმა:
„ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ ანჩელოტისთვის პატივი მიმეგო, რადგან ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია. შესაძლოა, უდიდესიც - მან ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვა ტიტულები.
ის, თუ როგორ ეპყრობა მეტოქეებს და როგორ იქცევა, არის ის, რასაც ყველამ უნდა მიბაძოს. ფეხბურთისთვის ასევე შესანიშნავია, რომ მან ეროვნულ ნაკრებებთან დაიწყო მუშაობა და სათავეში ჩაუდგა ყველაზე დიდ ეროვნულ გუნდს.
ანჩელოტისთან ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ხვალ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ის და ბრაზილია, რათა ტურნირზე დავრჩეთ“.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება 5 ივლისს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.