L’EQUIPE: ლიგა 1-ის ტოპ 15 - ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტს
ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ტოპ-15-ში „პსჟ“-ს 14 წარმომადგენელი მოხვდა.
გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა საფრანგეთის ჩემპიონატის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. თანხები მითითებულია გადასახადების დაქვითვამდე.
მოთამაშეთა ყოველთვიური ხელფასების ტოპ 15:
1) უსმან დემბელე („პსჟ“) – 1,5 მილიონი ევრო
2) მარკინიოსი („პსჟ“) – 1,12 მლნ
3) აშრაფ ჰაკიმი, ლუკა ერნანდესი (ორივე „პსჟ“) – 1,1 მლნ
4) უორენ ზაირ-ემერი („პსჟ“) – 950 ათასი, ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია, ჟოაუ ნევეში (ყველა – „პსჟ“) – 900 000, ნუნუ მენდეში, ვილიან პაჩო, ფაბიან რუისი (ყველა – „პსჟ“) – 800 000
5) ბრედლი ბარკოლა („პსჟ“) – 550 000, დეზირე დუე, ლუკა შევალიე (ორივე – „პსჟ“), პიერ-ემილ ჰოიბიერგი („მარსელი“) – 500 000
„პსჟ“-ს უკრაინელი მცველი, ილია ზაბარნი, 16-ე ადგილს იკავებს თვეში 450 000 ევროს ოდენობის ანაზღაურებით. ტოპ-30-ს ხურავს „მონაკოს“ ორი მოთამაშე – ერიკ დაიერი და დენის ზაკარია, რომლებიც 330 000-ს იღებენ.
მწვრთნელების ყოველთვიური ხელფასების ტოპ 5:
1) ლუის ენრიკე („პსჟ“) – 1 მლნ ევრო
2) პაულუ ფონსეკა („ლიონი“) – 350 00
3) ჰაბიბ ბეიე („მარსელი“) – 230 000
4) ბრიუნო ჟენეზიო („ლილი“) – 220 000
5) ფრანკ ესი („რენი“) – 180 000
სებასტიან პოკონიოლი („მონაკო“) მე-6 ადგილზეა თვეში 150 ათასიანი ანაზღაურებით. სიას ხურავს ბენუა ტავენო („მეცი“), რომელიც 25 000 ევროს გამომუშავებს.