მხოლოდ პარაგვაი - მესამეადგილოსნების კრახი მუნდიალზე
მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობით გამორჩეული წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი წინამორბედებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ პლეი ოფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ქვეყნის ნაკრებების გარდა, თორმეტი ჯგუფიდან რვა საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადიოდა. ამ გზით მეთექვსმეტედფინალის საგზური კონგომ, შვედეთმა, განამ, ეკვადორმა, ბოსნიამ, ალჟირმა, პარაგვაიმ და სენეგალმა მოიპოვეს.
მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ მესამეადგილოსნებმა პლეი ოფში გასვლით დამატებითი მოტივაცია მიიღეს და უკეთესად ათამაშდნენ, რადგან რვა იღბლიანიდან მერვედფინალის საგზური მხოლოდ პარაგვაიმ მოიპოვა, დანარჩენები კი ტურნირს გამოეთიშნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ალბიროხამ მესამეადგილოსნების რეიტინგში მეშვიდე, ანუ ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და მათგან წარმატებას ნაკლებად ელოდნენ, მითუმეტეს, რომ პარაგვაელების მეტოქე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გერმანელები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ კონგომ ინგლისთან წააგო, შვედეთმა საფრანგეთთან ვერ გააწყო ვერაფერი, განა კოლუმბიასთან დამარცხდა, ეკვადორმა მასპინძელ მექსიკასთან დაყარა ფარ-ხმალი, ბოსნია ასევე მასპინძელ აშშ-სთან ვერაფერს გახდა, ალჟირს შვეიცარიამ აჯობა, ხოლო სენეგალელებმა ბელგიასთან მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ტურნირს გამოეთიშნენ.