კრისტოფ დიუგარი, ხოსე ლუის ჩილავერტი
Aa
Aa

„პარაგვაი აფრიკის ნაკრებს ეთამაშება“ - ჩილავერტმა დიუგარის უპასუხა

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში, საყოველთაო მოსაზრებით ყველაზე სანახაობრივი გუნდი, საფრანგეთის ნაკრები მთავარი სენსაციის ავტორს, პარაგვაის დაუპირისპირდება, რომელმაც მეთექვსმეტედფინალში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გერმანელები დაამარცხა და ევროპული გრანდების სუპერდაპირისპირება ჩაშალა. ფრანგებისა და პარაგვაელების მატჩის წინ, სიტუაციის დაძაბვა ვეტერანმა „სამფეროვანმა“ კრისტოფ დიუგარიმ სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რადგან ვეტერანი პარაგვაელი მეკარისგან ხოსე ლუის ჩილავერტისგან ისეთი პასუხი მიიღო, რომ ყურადღების ცენტრში ეს უკანასკნელი მოექცა.

კრისტოფ დიუგარი

პარაგვაის ნაკრები დიდი ანგარიშით წააგებს, უბრალოდ განადგურდება. ისინი თავდაცვას ნებისმიერ ფასად შეეცდებიან, რადგან შეტევაში ნორმალურად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. საფრანგეთი დიდი სხვაობით გაიმარჯვებს.

ხოსე ლუის ჩილავერტი

კრისტოფ, შენ მართალი ხარ. უბრალოდ, იცი რას გეტყვი, 1998 წელს ჩემი დროინდელი პარაგვაი, მაშინ როდესაც იმ გუნდში შენც თამაშობდი, ნამდვილად საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშა. ახლა კი ჩემს თანამემამულეებს აფრიკის ნაკრებთან დაპირისპირება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის წინ გამართულ პლანეტის პირველობაზე, საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე, კერძოდ კი მერვედფინალში სწორედ პარაგვაის შეხვდა და დამატებით დროში 114-ე წუთზე ლორან ბლანის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ პარაგვაი - მესამეადგილოსნების კრახი მუნდიალზე
მხოლოდ პარაგვაი - მესამეადგილოსნების კრახი მუნდიალზე