მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰი: “ეგვიპტური ფეხბურთისთვის დიდი დღეა“

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში ეგვიპტის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი უფრო ძლიერი „ფარაონები“ აღმოჩნდნენ და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ეგვიპტის ნაკრების ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა კომენტარი გააკეთა.

სალაჰი:

„ეს ისტორიაა. ეს ჩვენი პირველი გამარჯვებაა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში. ეს დიდი დღეა ეგვიპტური ფეხბურთისთვის და მთლიანად ჩვენი ხალხისთვის. ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და ეს წარმატება ყველამ ერთად მოვიპოვეთ.

მიუხედავად ტრავმისა, მინდოდა მეთამაშა და გუნდისთვის ყველაფერი გამეღო. ასეთ მატჩებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ახლა უნდა დავისვენოთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ. ისტორია შევქმენით, მაგრამ ჩვენი საქმე ჯერ დასრულებული არ არის.“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ეგვიპტე მოქმედ ჩემპიონს არგენტინას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 7 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები