ოფიციალურად - ალთუნაშვილი ბათუმის დინამოში დაბრუნდა
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ სანდრო ალთუნაშვილი ბათუმის დინამოში დაბრუნდებოდა.
დღეს კი აჭარულმა კლუბმა ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ, ბათუმის დინამოს ოფიციალური გვერდის მეშვეობით გავიგეთ. სანდრო ალთუნაშვილმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო „დინამოს“ ღირსებას 2021-2023 წლებში იცავდა. ამ პერიოდში მან 97 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
ბათუმური პერიოდის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა ავსტრიულ ვოლფსბერგერში გააგრძელა. 2025 წელს საქართველოში დაბრუნდა და იბერიას შეუერთდა, ხოლო შემდეგ ისრაელის ჰაპოელ ჰაიფაში გადაბარგდა.
ცნობისთვის, ალთუნაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიცაა. მის ანგარიშზე 8 სანაკრებო მატჩია.