ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

“პატარა კუნძული უზარმაზარი ოცნებებით“ - იბრამ კაბო-ვერდეზე ისაუბრა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინის ნაკრები სასწაულებრივად გადაურჩა კაბო-ვერდესთან მარცხს. ალბისელესტემ უმძიმეს ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კაბო-ვერდეს მიმართ საქებარი სიტყვები იბრაჰიმოვიჩმა არ დაიშურა.

ზლატანი:

„უბრალოდ ფეხზე უნდა წამოვდგე და ტაში დავუკრა კაბო-ვერდეს. დღეს ყველაფერი მათ შესახებ იყო. პატარა კუნძულია, მაგრამ უზარმაზარი ოცნებებით, და ისინი ძალიან ახლოს იყვნენ იმასთან, რომ ნამდვილი საფეხბურთო გიგანტი დაემარცხებინათ.

ეს ბიჭები გმირები არიან. ისინი თავიანთი პატარა ქვეყნის კერპებად იქცნენ, ნამდვილი ვარსკვლავები გახდნენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტურნირზე 90 წუთში არცერთი მატჩი არ წაუგიათ. ამ შეხვედრაშიც ძალიან ახლოს იყვნენ წარმატებასთან.

ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს არ სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო... ალბათ მხოლოდ იმ პატარა კუნძულზე სჯეროდათ. დარწმუნებული ვარ, არა 100, არამედ 200 პროცენტით, რომ როდესაც სამშობლოში დაბრუნდებიან, გრანდიოზული დახვედრა ელით — დიდი ზეიმი, წითელი ხალიჩა და დაუვიწყარი ემოციები.“

შეგახსენებთ, რომ კაბო-ვერდემ მიმდინარე მუნდიალზე 90 წუთში არცერთი თამაში არ წააგო.

პირველ ტურში ესპანეთთან ფრე 0:0, რაც უდიდეს სენსაციად მოინათლა. ბუბისტას გუნდი მეორე ტურში ურუგვაის დაუპირისპირდება და კიდევ ერთი ფრე - 2:2.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში კი კაბო-ვერდემ და საუდის არაბეთმა ქულები გაიყვეს, რამაც ბუბისტას გუნდს 1/16-ფინალის საგზური მოუტანა.

კაბო-ვერდე ძირითად დროში არც არგენტინასთან დამარცხდა. მატჩის ბედი 111-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ბორჟესმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები