იურგენ კლოპი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

კლოპს მიენიჭება მნიშვნელოვანი უფლებამოსილება | რა გეგმებია გერმანიის ნაკრებში

Sky-ს გერმანული ბიუროს ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპი განიხილება, დორტმუნდისა და ლივერპულის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს.

მოლაპარაკებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იურგენ კლოპს მიენიჭება მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, რათა საფუძვლიანად შეცვალოს და არსებულ ვითარებას რესტრუქტურიზაცია გაუკეთოს. ის მოიყვანს საკუთარ სამწვრთნელო შტაბს, მათ შორის თავის მრავალწლიან ასისტენტს, პეტერ კრავიცს. პეპეინ ლეინდერსი და ჟოლტ ლიოვი ასევე განიხილებიან შესაძლო კანდიდატებად.

სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის როლი და მომავალი ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა. გერმანიის საფეხბურთო კავშირს მიაჩნია, რომ ფიოლერისა და კლოპის პარტნიორობა წარმატებით იმუშავებს ევრო 2028-მდე.

კლოპის ხელმძღვანელობით უნდა მოგვარდეს ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა საერთო სათამაშო სტილი, სისტემა და ფეხბურთელთა განვითარება ახალგაზრდულ დონეზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანია პენალტების სერიაში პარაგვაისთან დამარცხდა, რის შემდეგაც იულიან ნაგელსმანმა „ბუნდესტიმის“ თავკაცის თანამდებობა დატოვა. რაც შეეხება კლოპს, „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ ის კომპანია „რედ ბულში“ დასაქმდა, სადაც გლობალური ფეხბურთის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები