გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 14 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე | ტენერიფემ გალათასარაის მოუგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში „გალათასარაის“ მოუგო - 84:83.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 19:55 წუთი გაატარა და 14 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. შერმადინის 7-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ზუსტი იყო.

მატჩის MVP „ტენერიფეს“ მცველი პეტი მილსი გახდა, რომელმაც შეხვედრა 20 ქულით, 2 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი თურქეთში 8 აპრილს გაიმართება, გამარჯვებული კი ლიეტუვურ „რიტასსა“ და ჩეხურ „ნიმბურკს“ შორის საუკეთესოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა
კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა