ბორჟესმა დაადასტურა | ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა
„სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ლომების“ დამრიგებელმა დაადასტურა, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა და მოედანზე გასასვლელად მზად არის.
„ქუენდა სათამაშოდ მზად არ არის. მეტი მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და რამდენიმე დღე სჭირდება. ასაკის მიუხედავად, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მიხარია, რომ მალე ჩვენთან იქნება. რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ისიც დაბრუნდა და ვნახოთ, ერთ-ერთი ვარიანტი იქნება თუ არა. გიორგი უკვე ვარჯიშობს და თავს კარგად გრძნობს.“
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა ბოლოს 5 თებერვალს ითამაშა და მოედანზე 68 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონში მას პორტუგალიის ჩემპიონატში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
„სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე ადგილს იკავებს და 65 ქულა აქვს. „ლომები“ „პორტუს“ 7 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მათზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ გამართული. „სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, სადაც მისი მეტოქე „არსენალია“.