2026 წლის პირველი დიდი სლემი - როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
7-8 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოში 2026 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი გაიმართება.
პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს, რომელიც 6 წონაში 10 ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური.
- -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი.
- -81 კგ. - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე.
- -90 კგ. - ლუკა მაისურაძე.
- -100 კგ. - ნიკა ხარაზიშვილი.
- +100 კგ. - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
როგორც სიიდან ვხედავთ, ერთადერთი წონა, რომელშიც წარმომადგენელი არ გვეყოლება, -60 კილოგრამია.