მერაბ დვალიშვილი, მერაბ დვალიშვილი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„მერაბთან ხელი ტრავმამ შეუშალა, იანთან კი...“ - უმარის მწვრთნელი საჩემპიონო ამბიციებზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, უმარ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა რუსულ Match TV-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პიოტრ იანის მომდევნო მეტოქე არა მერაბ დვალიშვილი, არამედ მისი გაწვრთნილი მებრძოლი უნდა იყოს.

ჟურნალისტი - „თქვენი აზრით, არის თუ არა უმარი უკვე მზად იმისთვის, რომ გახდეს UFC-ის ჩემპიონი? ბევრს სურს მისი სატიტულო ბრძოლის ნახვა იანთან.“

მენდესი - „დიახ, ის 100%-ით მზად არის და მზად იყო ჯერ კიდევ პირველ ჯერზეც. თუმცა, მაშინ, მის გამოსვლაზე გავლენა სამწუხარო ტრავმამ მოახდინა - ხელის მოტეხილობამ. მაგრამ ახლა, ის უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე ბოლო ორ ბრძოლაში იყო. თუ UFC უმარს სატიტულო ბრძოლის კიდევ ერთ შესაძლებლობას შესთავაზებს, ის თავს ბევრად უკეთ წარმოაჩენს.“

საგულისხმოა, რომ თავად პიოტრ იანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თეთრ სახლში, შონ ომალის წინააღმდეგ სურს ჩხუბი იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი მებრძოლი რამდენიმე დღეში სონგ იადონგთან თავის ბრძოლას მოიგებს. ასევე, როგორც მერაბ დვალიშვილმა თქვა, იანთან დამარცხების შემდეგ, დენა უაითი მას რუს მებრძოლთან რემატჩს დაჰპირდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ერთმანეთს კვლავ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა ქამრის გარეშეც ღირსეული ადამიანი ვიყო“ - უმარის მთავარი მიზანი
„მინდა ქამრის გარეშეც ღირსეული ადამიანი ვიყო“ - უმარის მთავარი მიზანი