ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ისლამი ჯონსს ნამდვილად ვერ შეედრება“ - ცარუკიანის ეჭვები

ისლამ მახაჩევსა და ჯონ ჯონსს შორის ბოლო დროს სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სპორტული მედიის წარმომადგენლები კომენტარების გაკეთებას ცნობილ მებრძოლებს სთხოვენ. მიმდინარე საბრძოლო კვირეულის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი არმან ცარუკიანია, რომელიც UFC 331-ის თანამთავარ ბრძოლაში მსუბუქი დივიზიონის ტოპ-კონტენდერის გამოსავლენად მაურიციო რუფის დაუპირისპირდება. არმანს სთხოვეს კომენტარი მახაჩევი-ჯონსის თემაზე გაეკეთებინა და მიუხედავად იმისა, რომ ის ისლამის მიმართ მუდამ კარგად არის განწყობილი, ამჯერად „ბოუნსის“ მხარე დაიჭირა.

არმან ცარუკიანი

როგორ უნდა აჯობოს ისლამმა ყველა დროის საუკეთესოთა რეიტინგში ჯონსს? ვინც მათემატიკა კარგად იცის, მშვენივრად მოეხსენებათ რამდენჯერ დაიცვა ტიტული ჯონმა. ვიცი, რომ მახაჩევმა ტოპ-მებრძოლებთან დაიცვა ქამარი, მაგრამ მიოჩიჩი ვინმეს ტოპ-მებრძოლი არ ჰგონია? რატომღაც მგონია, რომ ჯონის რეკორდს ვერავინ მოხსნის, მაგრამ თუ სიტყვაზე ამის გაკეთება ისლამმა მოახერხა, მე პირადად ძალიან გამიხარდება, თუმცა მეეჭვება მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდეს.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ჯონსის კამათი ისლამის განცხადების შემდეგ დაიწყო, როდესაც მან თქვა, რომ ჯონსს 20-ბრძოლიან მოგებათა სერიას არ უთვლის, რადგან ორ შემთხვევაში ამერიკელს დოპინგის მოხმარება დაუდგინდა, რაც „ბოუნსმა“ შეურაცხყოფად მიიღო და დაღესტნელს სათანადო პასუხი გასცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსმანს ილიას დამარცხება შეუძლია“ - არმან ცარუკიანი
„უსმანს ილიას დამარცხება შეუძლია“ - არმან ცარუკიანი